ლევან თარხნიშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრია, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.
თარხნიშვილი ჟვანიას არჩევნების გაყალალბებაში ადანაშაულებს:
„ის, რაც მოხდა და როგორც მოიქცა ცესკო, ლოგიკური გაგრძელებაა მთელი იმ ჯაჭვის, თუ როგორ იქცეოდა საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი ამ არჩევნების განმავლობაში.
მათ არ მოახდინეს რეაგირება არც ერთ დარღვევაზე, საარჩევო ადმინისტრაცია არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური, მაგრამ „ქართულ ოცნებისთვის“ სანდო კადრებით დააკომპლექტეს, ამის შედეგად მივიღეთ ის ყველაფერი, რომ 4-ჯერ გადაწერილი ოქმიც კი შეიცავს შეცდომებს.
საარჩევნო ადმინისტრაციას არც ერთ დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენია. არჩევნების ღამით გვახსოვს როგორ მოხდა შედეგების გამოცხადება, ამის ლოგიკური გაგრძელება არის ის, რომ 91 საჩივრიდან არც ერთი არ არის არათუ დაკმაყოფილებული, არამედ მათი უმეტესობა საერთოდ არ განიხილეს.
სწორედ ამის გამო მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური. არ ვაღიარებთ მის შედეგებს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და რა თქმა უნდა, ეს არჩევნები უნდა ჩაატაროს ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ.
თამარ ჟვანია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ყველა იმ ქმედების გამო, რომელიც მან ჩაიდინა არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან დღემდე“
კომენტარები