გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“ხშირად კითხოლობს ხოლმე საქართველოში გარდაქმნების და წინსვლის მოსურნე ადამიანი ან საკუთარ თავს ეკითხება
,,რა აზრი აქვს მიშა სააკაშვილის ამ შეხვედრებს დასავლელ პოლიტიკოსებთან?,,
გუშინწინ პოლონეთის სამომავლო კონგრესი, გუშინ შეხვედრა აშშ ში დემოკრატ და რესპუბლიკელ კონგრესმენებთან, ძველ ნაცნობებთან, დღესაც რომ ამერიკის პოლიტიკის თანამოსაჭეებია,
და დღეს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ფრანკფურტში.
რატო ეს ყველაფერი?
რა აზრი აქვს ამას?
ბიძინას ისინი გააგდებენ თუ კაი ყველიან ხაჭაპურს დაგვიცხობს დასავლეთი და ფოდნოსით მოგვართმევს?
ამას ყველაფერს აქვს აზრი და მიზანი, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რაც ხდება საქართველოში და რაც მოხდა საქართველოში.
აშკარაა, რომ ქართული ოპოზიცია, ერთიანი თუ ერთმანეთთან მოთანამშრომლე თუ როგორიც გინდა დაარქვი,
ბუნებრივად არაერთმიზნიანობასთან ერთად ლერწამივით მოქანავეა.
დიდია ცდუნებებიც და დიდია წნეხიც.
ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს ამ ლერწამისთვის სწორი მხრიდან დასმულ ჭიგოს, და ესაა დასავლეთი.
მოხდა ისე, რომ შარშანდელი ოქტომრის არჩევნების და პარტიების პარლამენტში არშესვლის სიტუაციაში ეს ჭიგო და ეს პრიორიტეტები დასავლეთმა აშკარად არასწორად დასვა.
იმის მაგივრად რომ ზეწოლა მოეხდინა სისტემაზე, ბიძინაზე და აშკარად ეთქვა,
,,ოპოზიციის გარეშე ქვეყნის პარლამენტი არაა კანონიერი, არღვევს საქართველოს პარლამენტის კანონის მე2 და 86ე მუხლებს და ხელისუფლება თუ არ წავა დიდ კომპრომისზე, იძულებული გავხდებით პარლამენტი და მის მიერვე მიღებული ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმურად გამოვაცხადოთო,,
აი ამის მაგივრად დასავლეთმა ეს ჭიგო ბიძინას მხარეს დარგო და ფაქტიურად აიძულა ქართული ოპოზიციური პარტიები, შესულიყვნენ პარლამენტში.
რათქმაუნდა, ეს იყო დასავლეთისათვის ნაკლებად თავის ატკივების გზა, ნაკლები დატვირთვის გზა და ეს გზა აირჩიეს.
მიშა სააკაშვილმა ამ ბოლო 6 წლის მანძილზე ქართველ პოლიტიკოსებს ალბათ 600ჯერ მაინც შეახსენა, რომ
მიუხედავად წნეხისა, მათ აქვთ ბიძინასთან საურთიერთო დიდი ძალა, რომლის წინააღმდეგ ბიძინა უძლურია და ესაა ეგრეთწოდებული ინსტიტუციების ბოიკოტი.
გერმანიის პარლამენტში რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდეს, რამეთუ ხელისუფლებამ მათ გადაურა, სისხლიან ბანერებზე გააკრა და სისხლისმსმელი უწოდა,
მაშინ ახალი არჩევნები ჩატარდება.
მოგებულმა წაგებული ისე არ უნდა დააკნინოს, რომ პარლამენტში შემოსვლაზე უარი უთხრას, აი ესაა დემოკრატია და არა ის, რომ 40% ავიღებ და მაინც მარტო ვიგრიალებო.
აი ეს კოზირი ჰქონდა და სულ ექნება ოპოზიციას, ოღონდაც, ამას უნდა გარედან თანადგომა.
ევროპარლამენტისა და თავად მიშელის მიერ ეს დამხმარე ჭიგო იმდენად იყო ბიძინას მხარეს ჩარგული, რომ მიშა სააკაშვილს მაშინ რომც ეყვირა, გიჟად ჩათვლიდნენ.
აი ამიტომაა აუცილებელი დასავლეთთან კონტაქტი, მათთან მეტი სიახლოვე და გადამწყვეტ მომენტში, თუკი ეს საჭირო გახდება და აუილებლად გახდება კიდევ ერთხელ საჭირო,
აი ამ მომენტში ისევ და ისევ არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღონ.
ერთი წლის წინ, დიახ ზუსტად ერთი წლის წინ მიშა სააკაშვილზე დასავლელი ტოპ პოლიტიკოსები ან არ საუბრობდნენ და ან ფრთხილად, ეშინოდათ კიდეც მათთან დგომა.
დღეს, ერთი წლის მერე სულ სხვა სიტუაციაა
მიშა სააკაშვილი მათ გვერდითაა, იწვევს საკუთარ სახლში და ვახშმობენ ევროპარლემენტარები, არა ერთი და ორი, არამედ 20,
მიშა დადის და ხვდება პირადად ამერიკელ, ევროპელ ტოპ პოლიტიკოსებს და მათთან საუბარში ზუსტად ის მიშაა, ზუსტად ის პირდაპირი მიშაა, რომელსაც ყველა ვიცნობთ.
ადრე ამაზე ცივი ოფლი ასხმდათ,
ახლა ამაზე ეღიმებათ, არ ეუხერხულებათ და თუ კარგად დააკვირდებით მიმიკებს, ბევრი მართლაც და შურით უყურებს, ნეტა მეც ასე თავისუფლად შემეძლოს ჩემი აზრის თქმა და ამ დიპოლმატიის არტახში არ ვიყო ამოკრულიო.
აი ეს სიტუაცია აშკარად იცვლება და ეს გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის მართლაც და საჭირო მომენტში.
და ეს მომენტი აუცილებლად დადგება.
დასავლელ პარტნიორებს არ სურთ თავის ატკივება და სურთ ჩვენთან წყნარი ურთიერთობა.
ოღონდაც, არაა ასე კარგი მხოლოდ სიწყნარე და ამ სიწყნარით უფსკრულისკენ სვლა.
როცა უფსკრულის ზღვარს უკვე გადააბიჯე და ხელებით, თითებით ხარ ჩამოკიდებული უფსკრულის პირას, წყარად თუ იყავი, ჩავარდები.
ყველანაერი ძალაა მოსაბილიზებელი რომ ამოხვიდე და ეს რათქმაუნდა ზედმეტი საზრუნავია დასავლეთისთვის.
ამიტომაც აუცილებელია რომ დასავლეთს ვუთხრათ,
ჩვენს ასატკივებელ თავს ნუ აიტკივებთ და სულ ჩვილი ბავშვივით სატყუარაზე ხოარ ვიქნებით?
დაგვეხმარეთ გაზრდაში და არა ჩუმად ყოფნაში.
დაგვეხმარეთ ვისწავლოთ საუბარი თანამედროვე ენაზე და ნუ გვიჩლექთ ენას თოთო ბავშვივით, რამეთუ, ჩვენ იმ ადრეული 9 წლის მანძილზე ვიცოდით ეს თანამედროვე ენა და ახლა, ამ მომდევნო 9 წლის მანძილზე განვიცადეთ უკუგანვითარება.
ნუ შეუწყობთ ხელს ამ ინფანტილიზმის პროცესს, გვესაუბრეთ არა მოჩლექილ, არამედ ზრდასრულის და თანამედროვე ენაზე.
აი ამ საქმის ინიციატორი და ამ საქმის მოტორია მიშა სააკაშვილი დასავლეთში – მართლა მოტორია და არა მარტო პრომოუტორი.”
კომენტარები