პოლიტიკოსი, ნათია მეზვრიშვილი:
“აი ამაში ხარჯავს ოცნება ფულს და ამისთვის სცალია. გვერდს ქვია „სინამდვილეში“ და ერთმანეთისგან ვერ არჩევენ დეზინფორმაციას და შეფასებას. მაგრამ კარგია, რომ ჩემს ფეისბუქს უყურებთ, იქნებ რაღაცა შეიმეცნოთ.
რაც შეეხება სიმართლეს: დიახ, როცა მალავთ, ე.ი. დასამალი გაქვთ. თუ დასამალი არ გაქვთ, გამოდით და თქვით მინიმუმ რა უპასუხეთ კითხვებზე, რომლითაც ევროკავშირი ითხოვს ინფორმაციას როგორ არის დანაწილებული ხელისუფლება პრაქტიკაში და მუშაობს თუ არა რეალურად კონსტიტუციური მოწყობის სისტემა; რა უპასუხეთ კითხვაზე, სადაც გეკითხებიან როგორ მუშაობს პრაქტიკაში საპარლამენტო კონტროლი – უთხარით თუ არა, რომ პრემიერი რეგლამენტს არღვევს, შს მინისტრი და სუს-ის უფროსი პარლამენტში არ ცხადდება; რა უპასუხეთ სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობაზე?
გამოდით და ხალხს უთხარით ახდენს თუ არა ევროინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას თქვენი მხრიდნ დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმება, საპარლამენტო ზედამხედველობის მოსპობა, სასამართლოში და პროკურატურაში გავლენის ჯგუფების გაძლიერება, დეცენტრალიზაციის პრინციპების უგულვებელყოფა, არჩევნების შედეგების გადაწერის მცდელობა და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ამიტომ საქმეს მიხედეთ და პასუხები გაასაჯაროვეთ. ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების არჩევანია, ნება იბოძეთ და მოქალაქეებს უთხარით რა გაგზავნეთ!
კომენტარები