პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი “ხალხის ძალის” ინიციატივაზე საუბრისას, ამბობს:
“ეს ჟონგლიორობა, რომ დღეს დავარეგისტრირებთ, მაგრამ ჯერ არ ვაქვეყნებთ, და რადგან ასეა – მერე ასე ჩავასწორებთ, პირველ რიგში ეს არის მიუღებელი პარლამენტისთვის და სწორედ ეს არის რუსული მანიპულირება. ჩვენ რას გვეუბნებიან? რომ თუ თქვენმა კომპანიამ გრანტის სახით მიიღო უცხოური დაფინანსება, ან რომელიმე ექსპერტი არის დაფინანსებული რომელიმე საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ და კვლევას აკეთებს, და ამავე დროულად თქვენ ინტერვიუ მოგცათ რაიმე საკითხზე – ეს ხომ უცხო ქვეყნის აგენტია იმიტომ, რომ დაფინანსებას იქიდან იღებს. ამიტომაა ეს რუსული და არა ამერიკული.”
კომენტარები