ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“მივმართავ პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას.
ნახეთ რა ხდება – რომელიღაც კონკრეტული კომპანია იწყებს ახალ “საოცარ” ბიზნესს, რომელშიც აუცილებელ კომპონენტად არის როგორც ქვეყნის პოპულარიზაცია, ასევე დასაქმება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შენატანები. კომპანიას სესხს აძლევს ბანკი და გარანტორად უდგება სახელმწიფო. გადის დრო და ბიზნესი არ შედგა, არ გამოვიდა, ჩაფლავდა. მაგრამ ბანკი არაფერს ზარალობს, რადგან მას თანხას სახელმწიფო უბრუნებს. საიდან, ხომ არ იცით და ვის აკლდება ეს მილიონები? ანუ, რეალურად, რომელიღაც ბობოლა ბიზნესმენს, რომელიც გარიგებულია იმთავითვე სახელმწიფოს ცალკეულ მაღალჩინოსანთან, ან სტრუქტურასთან ჩვენ კიდევ უფრო ვამდიდრებთ და ეგ კიდევ ზემოდან გვიყურებს, ნუ სხვა რა სიკეთეებს იღებს ჩვენგან ცალკე საკითხად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვალების ჩამოწერის საკითხი. უიმედო და გაკოტრებული საწარმოები გასაგებია, მაგრამ მოქმედ ბიზნესს კომპანიას ვალი რატომ უნდა ჩამოაწეროს მთავრობამ?
საინტერესოა, გამოითხოვოთ ფინანსთა სამინისტროდან ბოლო, თუნდაც რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფოს გარანტიით აღებული კერძო კომპანიების სესხების ჯამური რაოდენობა და ჩაფლავებული ბიზნესის შემთხვევებიდან გამომდინარე, რამდენი აქვს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა. ასევე, ვალების ჩამოწერა მოქმედი ბიზნესკომპანიებისთვის – ჯამური ოდენობა და კომპანიების დასახელება და მათთვის ჩამოწერილი თანხების ოდენობა. აი, აქ ვნახავთ წარმატებული ქართველი ბიზნესმენების წარმატების საიდუმლოს.”
კომენტარები