შვედეთის ქალაქ ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი ზაალ კოკაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“30 წელზე მეტია ოჯახთან ერთად ვცხოვრობ ევროპის ერთერთ ყველაზე ლიბერალურ და ალბათ ყველაზე ნაკლებად რელიგიურ ქვეყენაში, შვედეთში.
მალმოში, ლუნდიდან 20 კილომეტრში, საკმაოდ დიდი და რეგულარულად მოქმედი სერბული მართლმადიდებლური ეკლესიაა. ამისდა მიუხედავად, 200 კილომეტრის დაშორებით მდებარე შვედური მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი წელიწადში 4-5 ჯერ ჩამოდის ლუნდში და ატარებს მართლმადიდებლურ წირვას. არ იკითხავთ რამდენი ადამიანი ესწრება? მხოლოდ 10-15 და ამ მცირე მრევლისთვის, შვედური პროტესტანტული ეკლესია უთმობს მოძღვარს ტაძარს, და მართლმადიდებლური წირვა ტარდება სრულფასოვნად. უფრო მეტიც, შვედმა მოძღვარმა მუდმივად ცვალებადი მრავალფეროვანი მრევლის ყველა წევრის სახელი იცის და სააღდგომო წირვაზე ჩვენ ყოველთვის ქართულად მოგვმართავს „ქრისტე აღსდგა!“
აი ასე, რეგულარულად და მეთოდურად გვართმევს ევროპა ქრისტიანობას!
ფოტო: მამა მატვეი, ნათლობა.”
კომენტარები