“ენმ”–ის წევრი, გიორგი კაპანაძე:
“კრიტიკული პოსტების გამო მხარდამჭერებზე გაბრაზება არის შეცდომა და კონტრპროდუქტიული.
ენმ-ის მხარდამჭერებს წლებია დევნიან, აჯარიმებენ, აშინებენ, ავიწროვებენ, სამსახურიდან უშვებენ, თუმცა, მაინც ერთგულად უდგანან გვერდით პარტიას, დიდწილად მიშას ფაქტორის გათვალისწინებით.
პირდაპირ გეტყვით, ზოგიერთი მათგანის ქონებას, გადაუხდელი ჯარიმის გამო ყადაღა აქვს დადებული.
ერთი კარგი ადამიანი თვეობით ვერ იხდიდა დენის გადასახადს, რის გამოც ჩაჭრილი ჰქონდა ელ. ენერგია.
აი, ასეთებმა მოიტანეს რეიტინგი დღემდე და შესაძლოა, მათ ადგილზე, თითოეულ ჩვენგანს გაცილებით მძაფრად გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა რომ დღეს მთავარი ოპოზიციური ძალა გვქვია.
ამიტომ, კრიტიკული პოსტები არ არის პრობლემა.
პირიქით, ეს არის შესაძლებლობა, არ ავცდეთ რეალობას.”
კომენტარები