გიორგი ლობჟანიძე:
“24-ში აქციიდან როცა ვბრუნდებოდით, თავისუფლების მეტროს შუშის ჭიშკართან რიგები იდგა, უკნიდან ხალხი აწვებოდა და ჭყლეტვა შეიქმნა. ერთ-ერთი წინ მდგომი ქალი, რომელსაც ხელში საქართველოს და უკრაინის პატარა ზომის დროშები აღმართული ეკავა, პოლიციელს შემთხვევით შეეჯახა. პოლიციელმა უკმეხი ტონით: – რას დაგიჭერია ეგ დროშები, გადაყარე მოაშორე, მასე გინდა ევროპაში შესვლაო?
იმას თავი დავანებოთ, რომ ვერავინ მივხვდით რა შუაში იყო, ან რა წინააღმდეგობაში, საქართველოს და უკრაინის დროშებით სიარული ევროკავშირში შესვლასთან, უბრალოდ პოლიციელი რომ საკუთარი ქვეყნის დროშაზე “გადაყარეს” ამბობს, ეს ძალიან მრავლისმეტყველია. კი დაასხეს თავზე იქვე მყოფებმა და მეც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ეს პრობლემას აგვარებს? რავიცი. აი ასეთი მენტალობის და გაგების არსებებითაა სავსე დღევანდელი “საამაყო” ქართული პოლიცია. მერე გვიკვირს ესკალატორზე შშმ ხალხის ცემა, თვალების დათხრა და ათასი “ბესპრიდელი”.
კომენტარები