მალხაზ მაჩალიკაშვილი:
“გუშინდელი პარლამენტის დარბაზში ატეხილი ეს აურზაური! იმ 5 არაწევრის არჩევის პროცესზე ბევრი დაიწერა, ბევრიც ითქვა, ბევრმა ასე თუ ისე თავისი პოზიციაც დააფიქსირა, ბევრი კომენტარიც გაკეთდა!
მე ერთს ვიტყოდი, რომ არ ვთქვა არც ის შემიძლია გამომდინარე იქიდან ბევრი შეურაცყოფა მიგვრძნია ამ დამპალი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თუ მათი მიმდევარი გაყიდული მონებისგან! ამიტომ უფლებას ვიტოვებ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია!
როცა ამ უმსგავსობას ტელეეკრანიდან თვალყურს ვადევნებდი, მამუკა მდინარაძემ შეიპყრო ჩემი ყურადღება! მართალი გითხრათ ეს კაცი ჩემთვის სიმხდალის და სილაჩრის განსახიერებაა, სხვა არც არაფერი! უბრალოდ მისი მაგიდაზე აცეკვავებული ხელები, და იმ დიდი მისთვის სიამოვნების მომცემი ფაქტორი, მისი ოპოზიციის ქმედებით მიღებული კმაყოფილება მის ბინძურ სულში ამდენი იმედის მომცემი გამომეტყველება! აი ეს არის ის რაც ოპოზიციამ მიაღწია! ვინ მართალი ხართ ვინ მტყუანი, ვინ გარიგებული ვინ მოსყიდული, ეს უკვე მეორე საკითხია!
გასაგებია ეს პოლიტიკაა პოლიტიკას კი თავისი პრინციპები ახასიათებს მაგრამ ასე შენი ამომრჩეველში უიმედობის ჩანერგვა, ეს კი ნამდვილად მამუკა მდინარეძეზე უარესი შემთხვევაა!
მე არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ვინ რა თამაშს თამაშობს მაგრამ რომ თამაშობთ ხელისუფლების თამაშს ამაში ეჭვიც არ მეპარება უკვე!
მადლობა ყურადღებისთვის! იმედია ამაში მაინც შეჯერდებით 24 წ არჩევნებამდე რომ რუსული ხელისუფლება ქართული ოცნება გასაშვებია არმოსავლეთ.”
კომენტარები