სალომე ხვადაგიანი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“აი, ეს პლაკატი არ დააბეჭდინეს როგორც კი გაიგეს, რომ ბათუმის მერის სახელი უნდა დაეწერათ.
დღეს ლენტი არ გააბმევინა ახალგაზრდებს სუსმა და პოლიციამ. ჩვეულებრივი ლენტი, რაზეც ფოტოებს ჩამოკიდებდნენ.
მერე წერილის ჩაბარებაზე აწვალეს ბიუროკრატიულად.
ახლა განცხადებას გავაკეთებთო მერიამ. ალბათ თავისუფლების აკადემიის სტუდენტებს ნაცები უნდა ეძახოს. ჟანრის კლასიკა მკარნახობს.
ვერცერთ ლექციაზე ვერ ავუხსნიდი ამ ადამიანებს დემოკრატიის მნიშვნელობას და არადემოკრატიულ კვაზი სახელმწიფოში ცხოვრების სირთულეებს ასე ცხადად და აშკარად, ვიდრე თავად როცა სცადეს კეთილი საქმის გაკეთება და ასე უღირსად ფეხს უდებს მთავრობა ყველა ფეხის ნაბიჯზე.
ეს ფოტო ჩემთვის სიმბოლურია ❤ დგას დიანა, ქარში გაშლილი ლამაზი კულულებით, ხელში ის პლაკატი უჭირავს, რომელსაც არ უბეჭდავდნენ, იმ ადგილას, სადაც მისი დგომა არ უნდოდათ და ლენტს ართმევდნენ, ლენტის გარეშე დგას, მაგრამ დგას, ამაყი და თავისუფალი ❤
კომენტარები