გერმანიაში მცხოვრები, ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ამ ტექსტს ახლავს ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა გოგონას სურათი, სპეციალურად არ ვდებ.
აი ესაა ტიპიური და უსაშინლესი შემთხვევა.
ადამიანი, რომელიც ინტენსიური განყოფილებიდან ამ ტექსტს რომ დაწერს, აი იმ ადამიანს ან მართვით და ან დახმარებით სუნთქვაზე აყვანა ესაჭიროება???
გინდაც სატურაცია გქონდეს პერიფერიულად დაბალი, არტერიული ჟანგბადი იქნება ნორმაში, სხვანაერად წარმოუდგენელია ასე ფორმულირება.
ამ ახალგაზრდა გოგონას ესაჭიროება ფიზიოთერაპია, მოძრაობა და სუნთქვის ვარჯიში და ისევ მოძრაობა, იქნება სიცხის დამწევი.
ასეთ ახალგაზრდა გოგონას, სრულ გონებაზე მყოფს რომ 10 ან 12 მილიბარით ლორწოვანს ხახიდან გადაუტუმბავ ფილტვში,
საოცრება არაა რომ არ დამძიმდეს?
მაინც გადარჩება და კარგად იქნება,
ასაკის გამო
ყველაფერი კარგად იქნება,
ოღონდაც
იმ 25 დღიან წამებას გადარჩებოდა გააზრებული მართვის პირობებში.”
კომენტარები