პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე:
„აი, იფიქრა, იფიქრა და სასაუბროდ ათასჯერ გადაღეჭილი “გავერთიანდეთ” გამოიტანა ხაბეიშვილმა. იურისტი ვარ, მეცნიერი და საათები შემიძლია გავატარო ერთიდაიგივე მუხლის წაკითხვაში, მაგრამ მეც კი მომწყინდა ეს უიდეობა და ერთიდაიგივე უშინაარსობა და საქართველოს მოქალაქეს, ამას რომ ისმენს ათასი პრობლემის შემხედვარე, როგორ არ უნდა უთანაგრძნო. ამ ქცევის ბრალია პოლიტიკოსების ნულოვანი ნდობა და რეიტინგი რომ იცოდეთ.“
კომენტარები