პროფესორი გია ნოდია:
„ამ ეტაპზე, „ქართული ოცნების“ პიარი დგას დიქოტომიაზე: “ჩვენ ვართ მშვიდობის პარტია, ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე არის ომის პარტია“. ის ტყუილს ემყარება, თუმცა როგორც პიარი ეფექტურია: ადამიანებს, როგორც წესი, მშვიდობა ურჩევნიათ ომს.
მაგრამ ამ, არსებითად, ტყუილზე აგებულ პიარშიც უნდა იყოს რაღაც ზღვარი, რომელსაც არ შეიძლება გადახვიდე. ამ სლოგანით, „თბილისი მშვიდობის ქალაქია“, კახა კალაძე ზღვარს გადავიდა. ერთია, დასავლეთსა და რუსეთს შორის ითამაშო, მეორეა, უკრაინელებს ნიშნი მოუგო: აი კიევში ომია, თბილისში კი არა. ეგეც თქვენ. არსებულ კონტექსტში ამ სლოგანის ამორჩევა მხოლოდ ასეთი ნიშნის მოგებაა.
ამაზე ადექვატური პასუხი რა უნდა იყოს? მხოლოდ ლანძღვა და გინება. შეგიძლიათ ამ პოსტში ნებისმიერი სახის გინება ჩასვათ“
კომენტარები