ჟურნალისტი, საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
“ყველასთვის მისაღები წინადადება:
“ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ თქვენთვის მისაღები ყველა პუნქტი ცალ-ცალკე ფურცლებზე დაწერეთ, და დანიელსონმა ამოიღოს 6 ფურცელი, რომლებსაც ერთ დოკუმენტად შეკრავთ და ყველა ხელს მოაწერთ!
საიდან უნდა ამოიღოს, ანუ სად უნდა ჩაყაროთ?
მაგაზეც ვიფიქრე:
ყუთი და აკვარიუმი რა საკადრისია?!
სთხოვეთ სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდალს, არმიის გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვს და ფაფახს გამოგიგზავნით ცოტა ხნით, სანამ არმია გამოუგზავნია თბილისში მუდმივი დისლოკაციით!
აი, მერე კი მოგიწევთ “დვორნიკებად” მუშაობა!
ისედაც ცერებზე დგახართ ტელეფონის ზარის ხმის გაგონებისას!
ასეთი უგუნურები რატომ ხართ, რატომ?!
ნუთუ ასეთებად დაიბადეთ?!
ის გორელი ბავშვი გახსოვთ, – სტალინი მოერევა თუ სპაიდერმენიო, – რომ ეკითხებიან და შეკითხვას რომ უბრუნებს: – “სპაიდერმენი ვინ არის?”
მეც იმ ბავშვივით ვკითხულობ:
– სუვერენიტეტი რა არის?
სამარცხვინო “პოლიტიკური ელიტა” გვყავს!
სიმართლე ეს არის და ძალიანაც ნუ გაიკვანძებით, – ახლა აქ არავინ შემომიხტეს, როგორც… კურდღელი! იცით, როგორიც!”
კომენტარები