,,აიფაქტის” გამომძიებელმა ჟურნალისტება დაადგინეს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 20 მილიონი ლარით შემცირდა
საქართველოს ხელისუფლებამ თავდაცვის სამინისტროსთვის იმდენი გამოყო, რა შესაძლებლობაც აქვს – ასე პასუხობენ ,,ქართული ოცნების” დეპუტატები იმ სკანდალურ მონაცემებს, რომლის მიხედვით, დღეს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ნაკლებია 2006 წელთან შედარებით.
,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა დავითულიანი, აცხადებს, რომ თავდაცის სამინისტროს იმ რაოდენობის ბიუჯეტი აქვს, რისი საშუალებას ქართულ ეკონომიკას გააჩნია.
იმ ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმარისი არ და ვერ იქნება. კიდევ უფრო მეტი გვენდომება, მაგრამ ბიუჯეტი იყო ოპტიმალური იმ პირობებში, როცა ის დავამტკიცეთ.
ამ ქვეყანას ჰყავს თავისი თავდაცვის ძალები, აქვს თავისი უსაფრთხოების პოლიტიკა, ჯვარი გვწერია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ომი არ მოხდეს, თუმცა ეს ქვეყანა თავს დაიცავს, თუ ეს დღის წესრიგში როდესმე დადგება– განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა.
ოპოზიცია თავდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებს, რათა წლების განმავლობაში დაგროვილ კითხვებს პასუხები გაეცეს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, მივა თუ არა მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საკანონმდებლო ორგანოში.
კომენტარები