ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
“ქართველი კაცი დიდგორზე და მარტყოფზე უნდა დადგესო, – მოგვიწოდა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ბაზალეთიდან ჩამოვიდა!
ნათელაშვილმა თქვა, – მამაჩემი ძალიან კარგი მოჭიდავე იყო, მაგრამ სად იყო მაშინ ოლიმპიადებიო.
ცხონებული ამბროსი ნათელაშვილი 1972 წელს გარდაიცვალა. იმ წელს ოლიმპიურ თამაშებს მიუნხენმა უმასპინძლა.
მანამდე, 1968 წელს, ოლიმპიადის მასპინძელი მეხიკო იყო. იმის წინ, 1964 წელს კი – ტოკიო.
ქართველები ოლიმპიურ თამაშებზე 1952 წლიდან ასპარეზობენ. ამ წელს ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ მზია ჯუღელი, რაფაელ ჩიმიშკიანი და დავით ციმაკურიძე.
და, საერთოდ, ოლიმპიური ალამი პირველად 1914 წელს პარიზში აღიმართა, თამაშების აღორძინების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე.
აი, რაში სჭირდება ამდენი სისულელის თქმა?!”
კომენტარები