არჩევნებამდე 26 დღით ადრე, ცენტრალური საარჩევნო საუბნო კომისიებს წევრები ტოვებენ – ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ რეალური მიზეზი, სულაც არ უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათ დიდ ნაწილს “ოცნების“ დავალებების შესრულება აღარ უნდა.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ კომისიის წევრები საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა მათი შვილების აქციებზე დგომამ და რუსული ხელისუფლების გაპროტესტებამ იქონია.
“გახარებული ვარ! აი სად არის ამ ქვეყნის გადარჩენის გასაღები! შვილებში! არ გაჩერდეთ შვილები!ყოველდღიურად ყველა რაიონის საოლქო კომისიებში შედის ასობით განცხადება საუბნო კომისიის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ! რაც ქართული ოცნების ძირითადი დასაყრდენია არჩევნებზე.ჩუმად ნათქვამი არგუმენტები კი ასეთია:– ,,ჩემი შვილი აქციაზე იდგეს და მე თქვენთან ვმუშაობდე არ გამოვა!”– ,,ორი სტუდენტი შვილი მყავს, ვერ დავაღალატებ აქ ყოფნით!”– ,,აქაურობასა და ჩემს შვილს შორის არჩევანი მარტივია!”
არჩევნებამდე 26 დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო საუბნო კომისიებს წევრები ტოვებენ სხვადასხვა მიზეზებით.
კომენტარები