აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:
„ეხლა წარმოიდგინეთ, ერთი კაცის გინებაზე და სიკვდილზე რომ ავარდნილიყო სრულიად საქართველო და ევროპელები შეეშინებინა რუსეთის მკვეთრი რეაქციებით; ვინ მოგვცემდა მაშინ სტატუსსა.
“სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს”; “ვინც მოითმენს, ის მოიგებს”, “ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია” – ბრძენია ხალხი.
არც ომით დავნგრეულვართ, არც ევროპისაკენ წინსვლას ჩამოვრჩენილვართ, არც ქართველობა დაგვიკარგავს. ეხლა სადღაც ვიღაცა გინების გულისათვის შემოაკვდებათ, ეგრე სად არის ჩემო ძმაო, თუ დაო. გულფიცხი ხალხი ვაართ ქართველები, მაგრამ გონებაც მოგვდევს. ომი გვინდა მართლა და მართლა? აგერ დაინგრა უკრაინა და რა სიკეთე, რო?
ეხლა, მშვიდად და ბედნიერად შევხვდეთ შობა-ახალ წელსა, მერე არჩევნებისათვის მოვემზადოთ და კიდევ ბევრი პრინციპული კამათის ცქერა მოგვიწევს პარლამენტში; ისეთი ხალხი შევა იქა, რომ ატა-ტატა, ენით აადუღებენ საარყე ქვაბსა. აბა ისე კი არ არის, წინა მთავრობის დროს რომ ცხვირ-პირს ამტვრევდნენ ყველასა.
გილოცავთ სიმშვიდესა და მშვიდობას; ევროპისაკენ განუხრელ წინსვლას!
დიდი ილიას დაბადების დღესაც გილოცავთ; ახლა ხო ჩაეღიმებოდა ულვაშებში კმაყოფილებითა.
აი ვისაც არ გეზეიმებათ, ჯერ ლოგინში გადატრიალდით მარცხენა გვერდზე და მერე გაასწარით მაქედანა.“
კომენტარები