ანალიტიკოსი სიმონ კილაძე, სოციალური ქსელით გაზეთ “ვაშინგტონ თაიმსის” მასალას ეხმაურება:
აიკრძალოს სიტყვები “დედა”, “მამა”, “და”, ძმა”…
მოსაწონია თუ არა ამერიკელი დემოკრატების განზრახვა?
————-
როგორც გაზეთი “ვაშინგტონ თაიმსი” იუწყება, ამას წინათ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს ნენსი პელოსს გამოუცხადებია, რომ 117-ე მოწვევის კონგრესში არ იქნება წარმოთქმული ისეთი მოძველებული სიტყვები, როგორებიცაა “დედა”, “მამა”, “ვაჟი” (“ბიჭი”) და “გოგონა”. დემოკრატებს განზრახული აქვთ მათი სალაპარაკო ლექსიკიდან ამოღება.
ნენსი პელოსის თქმით, შესწორებები “პატივს სცემს ყველა გენდერულ იდენტურობას და სიტყვები, რომელიც გენდერობას ეხება, ნეიტრალური ტერმინებით იქნება ჩანაცვლებული, ან საერთოდ ამოღებული იქნება მეტყველების ლექსიკიდან.
კანონპროექტის განხილვის ინიციატორები არიან თვითონ ნენსი პელოსი და წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტთა წარდგენის წესების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს მაკგოვერნი.
XXIII კანონპროექტის 8(с)(3 პუნქტის თანახმად, მეტყველების ლექსიკიდან ამოღებული იქნება ისეთი გენდერული ტერმინები, როგორებიცაა: დედა, მამა, ვაჟი, გოგონა, ძმა, და, ცოლი, ქმარი, ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ძმისშვილი, დისშვილი, სიდედრი, სიმამრი, დედამთილი, მამამთილი, რძალი, სიძე, დედინაცვალი, მამინაცვალი და ა.შ.
https://m.washingtontimes.com/…/no-more-he-she…/…
————-
ამერიკელი დემოკრატების ლიბერალიზმი ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ახლა ისინი ძალიან ზედმეტობებს აკეთებენ და ზღვარს გადადიან.
თვითონ ამ ნენსი პელოსს (მისი გვარი ერთ-ერთი გენდერული მნიშვნელობის ტერმინის ასოციაციას იწვევს!) ხუთი შვილი და რამდენიმე შვილიშვილი ჰყავს. მისი ასაკი უკვე 80-ს გადასცილდა, მაგრამ გენდერიზმს მაინც არ ეშვება – მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანების სრული გათანასწორება და საშუალო სქესის ადამიანის შექმნა სურს.
რა უნდა ელაპარაკო ახლა ამათ…
ჩვენ ხომ ვერ მივბაძავთ…
———–
ფოტოებზე:
ნენსი პელოსი ახალგაზრდობაში (პრეზიდენტ ჯონ კენედისთან ერთად) და დღეს.
კომენტარები