ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
,,ადამიანების მორალური ტერორი პოლიტიკოსების მხრიდან უკვე მრავალი წელია ნორმად იქცა ქართულ სახელმწიფოში, პარტიები იცვლება, მაგრამ ეს ბოროტი ჩვევა თითქოს მემკვიდრეობით გადაეცემა ყველა შემდგომ ხელისუფლებას. ეს შავი პიარის ტალღა განსაკუთრებული გულმოდგინებით ეხება ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკისგან შორს არიან, აქვთ საზოგადოების გარკვეული ნაწილში ავტორიტეტი და არასდროს მალავენ საკუთარ პოზიციას. ახლა ხელისუფლებამ და მის ორბიტაზე მოტრიალე ტროლ-ბოტთა ბანდამ რატომღაც დათო ტურაშვილი ამოიჩემა. უდღეურებმა კომპრომატი უპოვეს ტურიკას, მოსკოვში თავის მეგობარ ქართველ რეჟისორთან გადაღებული ფოტო, რომელიც თურმე მიხალკოვის სიძე ყოფილა! აიტ, თურმე რაში ყოფილა საქმე! ნახეთ ხომ მისი პრორუსობის დამადასტურებელი ფაქტი? ???ვაი, თქვენს პატრონს! ძალიან ბანძები ხართ!
არ ვიცი ვის თავში მოვიდა მსგავსი იდიოტობა, მაგრამ რა ვუწოდო იმ არაკეცებს, ვინც დღეს ამ კამპანიაშია ჩართული და ცდილობს მორალურად გაანადგუროს დათო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფაქტობრივად სიკვდილს გადაურჩა და გულზე უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. შეიძლება ტურაშვილს ეთანხმებოდე, შეიძლება არა, შეიძლება მოგწონდეს მისი პოზიცა, შეიძლება მწვავედ აკრიტიკებდე, მაგრამ ასეთ ვითარებაში, ასეთი შეურაცხმყოფელი კამპანია, მისი დამგეგმავის და განმხორცილებების მხრიდან, ფაქტობრივად დათოს წინასაწარგანზრახვით მკვლელობის ტოლფასია! ძალიან ნაძირლები ხართ ყველა, ვინც ამას შვებით და ამ ბიჭს ასე იმეტებთ! ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საქციელი ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება!”
კომენტარები