ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის შესახებ, რომელიც კატეგორიულ უარს ამბობს კოვიდ ვაქცინის გაკეთებაზე, სოციალურ ქსელში წერს:
„როგორც ჩანს ჯოკოვიჩმა არ იცოდა ქართული ანდაზა – თაგვმა თხარა, თხარაო და…როგორც გაირკვა სერბი ანტივაქსერი შარაშან გამხარდა დანიური ბიოტექნიკური ფირმა QuantBioRes 80% აქციების მფლობელი. ეს კომპანია კი აქტიურად მუშაობს კოვიდის საწიანააღმდეგო მედიკამენტის შექმნაზე…მოკლედ ნუ აიცრებით და ჩემი მედიკამენტთ იმკურნალეთო მერეო“ – წერს წერეთელი.
ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეიძინა დანიური ბიოტექნოლოგიური კომპანია Quant Biol Res-ის აქციათა 80 პროცენტი. ეს დანიური კომპანია კორონავირუსის საწინააღდეგო პრეპარატის შექმნაზე მუშაობს. ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მთავრობამ ჯოკოვიჩის დეპორტაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც ფედერალურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ვიზის ანულირების გადაწყვეტილება. ამის გამო, სერბი ჩოგბურთელი ტოვებს ავსტრალიის ღია პირველობას.
კომენტარები