ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიოტორიაზე გადასვლას ორ თვეში ერთხელ შეძლებს. ტერიტორიიდან გასვლას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომლებიც პენსიას საქართველოში იღებენ.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სახელმწიფო გამოცემა წერს, რომ გამშვები პუნქტი, რომელიც 5 თვიანი ჩაკეტვის შემდეგ,24 იანვარს გაიხსნა, 6 თებერვალს ისევ ჩაიკეტება. ჩაკეტილი გზის შემდგომში გახსნის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
კომენტარები