ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს”ლომისობასთან” დაკავშირებით, დე ფაქტო საქართველო-ე.წ სამხრეთ ოსეთი საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის უფლება ექნებათ. ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი ბიურო, ადგილობრივი სააგენტო Рес-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გადაწყვეტილება დღეს, ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაზე მიიღეს. დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა რაზდახანის გამშვები პუნქტით, გამარტივებული წესით, 7 ივნისის 8:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი ე.წ. “რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს”, ანატოლი პლიევს დაევალა.
კომენტარები