ინფექციურში 86 პაციენტი რჩება, ამ კლინიკაში სულ 48 გამოჯანმრთელდა. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ყველა მოზარდის, ასევე 9 თვის ბავშვის მდომარეობა სტაბილურია და ინფექციის პროგრესირება არ შეინიშნება. მისი თქმით, ტარდება კვლევები როგორც პირველადი ასევე განმეორებითი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდა ხვალისთვის მოსალოდნელია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, 2 მძიმე, პრობლემური პაციენტი, თუმცა სიტუაცია სტაბილურია და დინამიკაში ვითარება ალბათ გაუმჯობესდება. ამასთან, 7 პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, მისი თქმით, ყველა წყარო ჯერ არ არის დადგენილი, ყველა კონტაქტის ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარები