“ტვ პირველის” ინფორმაციით იუსტიციის უმაღლესი საბჭო წინასაახლწლოდ ავტოპარკს აახლებს. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ავტომობილები 2022 წლის გამოშვების უნდა იყოს, ასევე აუცილებლად შავი, ან მუქი რუხი ფერის. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 34 ახალ მანქანას ყიდულობს, თუმცა, არ არის დასაბუთებული საჭიროება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ დრომდე მკაცრად არის გასაიდუმლოებული, რომელიც მოსამართლეები ივლიან ახალი მანქანებით, და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ყველა მანქანა ჯიპი არ იქნება… სამაგიროდ, ცნობილია, რომ უახლესი მოდელის და შავი ან მუქი რუხი ფერის მანქანების ყიდვა ქვეყნის ბიუჯეტს 3 მილიონ ლარამდე დაუჯდება.
კომენტარები