საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
“არსებითად ახალი ეტაპი დგება უკრაინაში მიმდინარე ომში,
გავრცელებული ინფორმაციით აშშ დაეხმარება უკრაინას კონტრშეტევითი ოპერაციების დაგეგმარებაში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით, ცხადია ამერიკა აქამდეც ეხმარებოდა უკრაინას (შეარაღებასთან ერთად, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაში) თუმცა უილიამ ბარნსის(CIA-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი) ვიზიტი კიევში ომის ახალ ეტაპზე მეტყველებს..
20 იანვარს რამშტეინის შეხვედრის ფორმატში უკრაინის მოკავშირეები იმსჯელებენ არამხოლოდ უკრაინისათვის სამხედრო შეარაღებისა და ფინანსური დახმარების საკითხებზე არამედ მოკავშირეები შეიმუშავებენ ერთიან გეგმას რათა კოორდინირებულად მოხდეს შეარაღების(რომლის მოცულობა უპრეცედენტოა აქამდე არსებულ სამხედრო დახმარებებს შორის) მიწოდება განსაზღვრულ ვადებში საომარ ველზე შექმნილი რთული ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, რომლის საშუალებით უკრაინის არმიამ უნდა მოახდინოს პრევენცია რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევების მცდელობისა, ოპერატიული ინიციატივა მოოპოვოს, ასევე მოახდინოს ფრონტის ხაზების სტაბილიზაცია დონეცკში(ბახმუტი-სოლედარის მონაკვეთზე) და კონტრშეტევების ეფექტურად დაგეგმარება უზრუნველყოს…
რამდენიმე კვირაში სავარაუდოდ ომის ყველაზე ცხელი ფაზა დაიწყება…”
კომენტარები