ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი, ზურა გურული, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
” ახალი “გამოგონება”, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩავიფიქრეთ და დღეს წარმატებით გაიარა გამოცდა.
ჩვეულებრივი ზედაპირული მყვინთავის, ე.წ. “სნორქლინგ” პლასტმასის ნიღაბს მოვხსენით სასუნთქი მილი და მის ნაცვლად მოვარგეთ საანესთეზიო მანქანის სისტემის ჩვეულებრივი ფილტრი, რომელიც 100% იანი ხარისხით იცავს ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან და რომელიც ძალიან იაფი ( 2-3 დოლარამდე) და ადვილი საშოვნელია. ყველა სტანდარტულ საანესთეზიო წრედს ახლავს თან.
ჰერმეტულობის გასინჯვა იოლია, ფილტრის ღია ბოლოს თუ ხელს დავაფარებთ და ჰაერს ვეღარ შევისუნთქავთ, ესეიგი ყველაფერი რიგზეა. ეს ნიღბები დაახლოებით 30-35$ ღირს.
მოხსნა ძალიან ადვილია, რადგან ნიკაპთან ღილაკის დაჭერით რეზინის ზონარის საკეტი მომენტალურად იხსნება. გაწმენდა ასევე იოლი საპნიანი წყლით.
დაგიზოგავთ N95 ნიღბებს და უკეთესი დაცვის გარანტიასაც იძლევა.
კომენტარები