8 ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ამჟამად კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევვა. ასევე, გვყავს ერთი პაციენტი, რომელსაც სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდგინდა, თუმცა ახლა ველით სრული კვლევის შედეგს. მისი პასუხი დღეს გახდდება ცნობილი. ანუ საერთო ჯამში, დღეის მდგომარეობით, ჩვენს ცენტრში 40 კოვიდინფიცირებული და 1 საეჭვო შემთხვევაა“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები