ჩინეთის მთავრობამ შეიმუშავა დასაშვებ ცხოველთა სია, რომელთა ჭამა და ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი. ოფიციალური პეკინი დროებით კრძალავს გარეული ცხოველების ყიდვა-გაყიდვას, თუმცა კანონი ჯერ კიდევ არა მიღებული.
ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სია ოთხშაბათს გამოაქვეყნა და დასაშვებად ისეთი ცხოველების ყიდვა-გაყიდვას უჭერს მხარს, როგორიცაა ღორი, ძროხა, ქათამი და ცხვარი, ასევე ირემი, ალპაკა და სირაქლემა. ორი ტიპის მელიის, ენოტისა და წაულას შინაურ ცხოველად ყოლა დასაშვებია, თუმცა მათი ხორცის გამოყენება იკრძალება.
სიაში არ არის საუბარი იმ ცხოველეზე, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებაში არიან „ბრალდებულები“. შესაბამისად, უცნობია პანგოლინის, ციბეტინის კატისა და ღამურის შესახებ მთავრობამ რა გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობა დროებით ძაღლების ყიდვა-გაყიდვასაც კრძალავს. შეგახსენებთ, რომ სია ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის და მასზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
კომენტარები