ადვოკატი, გურამ კონტუაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის ახალი ეტაპი: კანონი რომელიც აუცილებელია:
საქართველოში ბოლოს დროს განვითარებული მოვლენების ფონზე (რომელიც შეეხება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას კორონა ვირუსის ახალ შტამპს covid-19 ) ქართული საზოგადოებას ნაკლებად მიეწოდა ინფორმაცია/განმარტება ახალი კანონის მიღების შესახებ, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ახალი ეტაპი „სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ“.
2020 წლის 17 მარტს საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ სარეგისტრაციო კოდი 080080040.05.001.019804.
აღნიშნულმა კანონმა სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ (მათ შორის შრომით ურთიერთობებში) ახალი რეალობა შექმნა, შევეცდები წინამდებარე სტატიით მოკლე მიმოვიხილო აღნიშნული კანონის ძირითადი საფუძვლები (დამატებით აღნიშნული კანონთან ერთად რამდენიმე სხვა კანონში შევიდა ცვლილება რომლითაც ასეთ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ) ვფიქრობ აღნიშნული სტატია ასევე საინტერესო უნდა იყოს მშობლებისთვისაც რადგან ბავშვთა დაცვისათვის კიდევ უფრო მეტი საფუძვლები შექმნა ახალმა კანონმა.
2019 წელს საქართველოს მთავრობამ წარადგინა პარლამენტში კანონპროექტი კანონისა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ აღნიშნული კანონის განნმარტებით ბარათში მიეთითა, რომ „სქესობრივი დანაშაულები გამოირჩევა განსაკუთრებული სენსიტიურობითა და კომპლექსურობით, რაც სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებული მექანიზმების შემუშავებას საჭიროებს.
რაც შეეხება თვითონ კანონის მიზანს,
(მუხლი 1): ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას, მასთან ბრძოლას და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას; იმ შემთვევაში თუ პირი მსჯავრდებულად იქნება ცნობილი სასამართლოს ეძლევა სრული დისკრეცია რათა პირს, ჩამოართვას:
1) სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება;
2) საექიმო საქმიანობის უფლება;
3) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
4) პასიური საარჩევნო უფლება;
5) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
6)სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება;
7) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება;
8) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება (მათ შორის არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში);
9) სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს. ვფიქრობ აღნიშნული დანაწესი უმნიშვნელოვანესია რადგანა აღნიშნულ დანაწესს გააჩნია ორი წახნაგი: პირველი ეს არის, რომ მოსამართლის ინდივიდუალური მორალური ღირებულებით შეუძლია განსაზღვროს რითი უნდა დაიცვას საზოგადეობა (პირის მორალი ყოველთვის უკეთესია ვიდრე კონვენციური მორალი) და მეორე აღნიშნულით სასამართლოს ეძლევა ფუნქცია პირდაპირ და უშუალოდ აღასრულოს სამართალი თავისი შეხედულებით ანუ მიანიჭოს ის დიკსრეცია რომელიც დამახასიათებელია პრეცედენტული სამართლისათვის;
რაც შეეხება უფლებათა ჩამორთმევის ვადას, კანონმა აღნიშნული შემდეგი სახით მოაწესრიგა:
1 – ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთ წლამდე ვადით (აღდგენის უფლება არანაკლებ ერთი მესამედის გასვლის შემდეგ);
2 – მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთიდან ათ წლამდე ვადით (აღდგენის უფლება უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ); 3 – განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით (აღდგენის უფლება უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ორი მესამედის გასვლის შემდეგ);
უფლების ჩამორთმევის აღნიშნული ზღავრი რა თქმა ჩადენილი დანაშაულის ხარისხს დაუკავშირა კანონმდებელმა ამასთანავე აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიეთითება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, რაც შეეხება უფლების აღდგენას აღნიშნულს ახორციელებს სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია.
კანონის 6 მუხლი უკვე შედგება იმ ვალდებულებებისგან რომელიც გააჩნია ასეტ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს, კერძოდ: სად უნდა გამოცხადდეს, რამდენ ხანში რა ინფორმაცია უნდა გადასცეს შსს-ს. შეიძლება ითქვა, რომ უკვე სხვა ქვეყნების გამოცდილების ხარჯზე, კანონმდებელმა გაადწყვიტა ასეთი სახის პირების მიმართ აწარმოოს რეესტრი. რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოდ განისაზღვრა შსს. რეეტრს კი ეწოდება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი“, რეესტრის შექმნისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით, ხოლო მისი მიღება უნდა განხორციელდეს (რეესტრის შექმნა) 2020 წლის 1 მაისამდე.
რაც შეეხება მონიტორიგნს კერძოდ განხორციელების საფუძვლებს, აღნიშნული უფლებამოსილება მიეცათა შემდეგ სამინისტროებს და საჯარო დაწესებულებებს: 1)საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
2) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
3) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
4) მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები;
5) შინაგან საქმეთა სამინისტრო;
რომელთაც დაევალათა მათი გამგებლობის სფეროში შემავალი ნებისმიერი ორგანოს მონიტორინგი განახორციელონ. რაც შეეხება მონიტორინგს, მონიტორიგნის წესი და პირობები ასევე უნდა დაამტკიცოს საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 მაისამდე ამასთანავე კანონი უკვე ძალაშია გარდა რეესტრისა და მონიტორინგის წესისა მიღებისა.
აღნიშნულის კანონის მიღებამ გამოიწვია ასევე სხვადასხვა კანონში ცვლილებები, კერძოდ, უპირველეს ყოვლისა ცვლილება შევიდა საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსში, რომლითაც განისაზღვრა, რომ:
– აიკრძალა ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსჯავრდებული პირის დასაქმება მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა (თავშესაფარში/ კრიზისულ ცენტრში, სპეციალიზებულ დაწესებულებაში);
– თუ პირი დასაქმებულია მაშინ მაშინ ნებისმიერი კერძო თუ საჯარო დაწესებულება ვალდებულია პირი გაანთავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან;
– ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება რომლის საფუძვლეზეც ასეთი პირის დასაქმება დასჯადია 2000 ლარის ოდენობით ხოლო ასეთი პირის მიერ დასაქმება გამოიწვევს 1000 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას;
– ადრეული და სკოლამდელი აღზრდის ნებისმიერ დაწესებულებაში აიკრძალა ნებისმიერი პირის დასაქმება რომელიც მსჯავრებულია ასეთი დანაშაულისათვის;
– ნებისმიერი სახის ზოგადსაგანამნათლებლო დაწესებულებაში (სკოლაში) აიკრძალა ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის დასაქმება ხოლო დასაქმებულის განთავისუფლება კანონით დაევალდებულება;
– ცვლილება შევიდა იარაღის შესახებ კანონში და პირს რომელიც ასეთი სახის დანაშაულისათვის არის მსჯავრდებული შეიძლება იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა და ტარების უფლება განსაზღვრულზე მეტი ვადით ჩამორთმევა, თუ აღნიშნული დაადგინა სასამართლოს თავისი განაჩენით;
– პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში/კოლეჯში არ შეიძლება დასაქმდეს პირი რომელიც ასეთი დანაშაულისათვის არის მსჯავრდებული;
– დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ჩამოერთვა პირს იმ ვადით რაც სასამართლომ განსაზღვრა თუ პირი სქესობრივ დანაშაულში მსჯავრდებულად იქნა ცნობილი;
– ცვლილება შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში საარჩევნო კოდექსში და სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აღარ ექნებათ, პასიური ნიშნავს, რომ ისინი ვერ იქნებიან არჩეულნი ვერ ერთ თანამდებობაზე; მთლიანობაში კანონში განხორციელებულამ ცვლილებებმა საქართველოში ახალი რეალობა შემოიტანა, კერძოდ დღევანდელ დღეს პირი რომელიც ასეთი დანაშაულისათვის არის მსჯავრდებული ვეღარ ექნება შეხება მომავალ თაობასთან ამასთანავე ის ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში როგორც კანდიდატი. ვთვლი, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის.
კომენტარები