ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელება საომარ სიტუაციას ჰგავს, ეკლესიიდან კორონავირუსი არ ვრცელდება.
მეუფე ნიკოლოზი:
„ფაქტობრივად საომარი სიტუაციაა, იცით, რომ შარშან ამ დროს ამაყად ამბობდნენ ზოგიერთები, რომ არ მივდივართ ეკლესიაში, დავრჩეთ სახლში, როცა ერში პირველი კაცი ხარ ასეთი ბოროტება არ უნდა თქვა. თუ არა გწამს გაიწიე გვერდზე და წადი, თუ მორწმუნე ხარ მით უმეტეს ასეთი სისულელე არ უნდა თქვა.
ჩვენ ყოველთვის მკაცრი ვიქნებით ნებისმიერის მიმართ, რომელიც შეეხება სარწმუნოებას. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. უფალმა, როგორ ინება შარშან დავდიოდით და ეკლესიიდან საერთოდ გავრცელება არ ყოფილა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით ღმერთისგან გაფრთხილებული ვიყავით. მასე ბოლომდე თუ არ დავიცავდით, საზღვრების ჩაკეტვა უშველიდა?
ღმერთმა დაგვიფარა მაშინ და მერე ჩვენი ცუდი საქციელების გამო იმოდენა სიკვდილიანობაც ვნახეთ და დღესაც ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ, რომ ეს ფაქტობრივად ახალი მსოფლიო ომია, ახალი წესები მყარდება. ხომ ხედავთ, ხალხის დაშორებაზე მიდის საუბარი. ყველანი, რომ სახლებში შევიდნენ რამოდენა პრობლემა შეიქმნა.
არ აქვს მნიშვნელობა ეპისკოპოსი ხარ, ერისკაცი, თუ მღვდელი, თუ ვინც არ უნდა იყო ყველა ერთმანეთის მსახურები უნდა ვიყოთ. თუ გულში გაქვს, რომ ან უპირატესი იყო ან პირველი იყო მაშინაც გეუბნება როგორ უნდა მოიქცე, თუმცა მე პირადად იმითაც მადლიერი ვარ ვინც ვარ.
ხარისხი ღმერთმაც იცის ცხოვრებაში არ მინდოდა, თუმცა პარიზშიც ვარ ნამყოფი, მაგრამ მთავარია საქართველოში დავიბადე. რელიგიის არჩევანიც არ გვაქვს ქართველებს პირდაპირ ჩვენს გულებში ქრისტეა. მართლმადიდებლები ვართ და ამისთვის მადლობა ღმერთს.
ღმერთმა დაგლოცოთ და ფრთხილად ვიყოთ, დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ფრთხილად ვიყოთ, რომ რაღაც შეცდომები არ დავუშვათ “
კომენტარები