ტექნოლოგიები ვითარდება და უმჯობესდება მკურნალობის შესაძლებლობებიც. კლინიკებმა დროული და ხარისიანი მომსახურების გაწევა რომ შეძლონ, არსებული აპარატურა უნდა განაახლონ და პაციენტებს თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიები შესთავაზონ.
დროული დიაგნოსტირება პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული პირველი და უზარმაზარი ნაბიჯია. კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსი კვლევებისთვის ახალ Philips EPIQ CV X 3D აპარატს იყენებს.
რა დაავადებების კვლევისთვის გამოიყენება აპარატი და რა უპირატესობა აქვს მას – ამ და სხვა კითხვებზე ალიას უპასუხებს 33 წლიანი პრაქტიკული სამედიცინო გამოცდილების მქონე ექიმი კარდიოლოგი, რადიოლოგი ირინა ჟორჟოლიანი.
– კარდიოლოგია და რადიოლოგია მუდმივ განვითარებას, დიდ შრომას და სწავლას მოითხოვს. როდის და რატომ გადაწყვიტეთ ექიმი გამხდარიყავით და რატომ კარდიოლოგია, რადიოლოგია?
– ექიმობა, დედის რჩევით, 15-16 წლის ასაკში გადავწყვიტე. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე კეთილშობილური პროფესიაა, თუმცა, კარგად ვერ ვიაზრებდი მის სიღრმეებს. სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი ფიზიკა იყო და მაშინ ეს აუცილებელი ძირითადი საგანი იყო სამედიცინო მიმართულებაზე ჩასაბარებლად. შემდეგ კი ისე აეწყო, რომ დავინტერესდი კარდიოლოგიით ჰემოდინამიკით, ელექტროკარდიოგრაფიით, ექოკარდიოგრაფიით, შემდეგ დოპლეროგრაფიით და რადიოლოგიით. ამ ყველაფერმა თავი ერთად მოიყარა ჩემს დღევანდელ საქმიანობაში და ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მით უფრო, რომ ტექნოლოგიების განვითარება მუდმივად სიახლეებს გვთავაზობს ამ სფეროებში. გული ადამიანის სხეულის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა და შესაბამისად ძალიან საპასუხისმგებლოა მისი კვლევა. ამაზე კარგი შეგრძნება, რომ შეგიძლია სხეულის ერთ–ერთი მთავარი ორგანოს გამოჯანმრთელებაში შეიტანო წვლილი, მგონი, არ არსებობს.
– როგორ მუშაობს უახლესი აპარატი Philips EPIQ CV X 3D, რამდენად უსაფრთხოა და თუ ამარტივებს კვლევის პროცესს?
– ახალი აპარატი არის უფრო მაღალი დონის მოწყობილობა, გათვლილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის კვლევებისთვის, რომელიც უფროთანამედროვე ტექნოლოგიურმიღწევებს ემყარება და კარდიო-ვასკულარული მედიცინის თანამედროვე მიღწევებს შეესაბამება. კვლევა დაფუძნებულია ულტრაბგერის გამოყენებაზე, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა პაციენტისთვის.
გამოსაყენებლად უფრო კომფორტულია, აქვს კარგი გარჩევადობით შეფასების საშუალება, ავტომატური გამოთვლების საშუალებით საოპერაციო სისტემებიუფრო გამარტივებულია.
– რა უპირატესობა აქვს Philips EPIQ CV X 3D-ს სტანდარტული კარდიოლოგიური ულტრაბგერისგან განსხვავებით?
– Philips EPIQ CV X 3D შექმნილია მიზანმიმართულად კარდიო-ვასკულარული ულტრაბგერითი კვლევებისათვის. მასში გამოყენებულია სპეციალიზებული ინტერფეისი, სადაც აქცენტირებულია მხოლოდ კარდიო-ვასკულარული ფუნქციები, რამაც სხვა ფუნქციებით გადატვირთვის გარეშე, შესაძლებელი გახადა კვლევის დაჩქარება და ხარისხის გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ სარწმუნო დიაგნოსტიკა უფრო ხანმოკლე კვლევის საშუალებით კომფორტულია როგორც ექიმისთვის, ასევე პაციენტისთვის. აპარატის გამომთვლელ-ანალიზური სისტემის მაღალი სიმძლავრე, ვიზუალიზაციის გაუმჯობესებული ხარისხი, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო გარჩევადობას, იძლევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის კვლევის სფეროში დიაგნოსტიკის მაღალ დონეზე ჩატარების საშუალებას. ასევე, აღსანიშნავია მაღალი გარჩევადობის 21 ინჩიანი OLED ეკრანი, აპარატის სიმსუბუქე, მარტივი საოპერირებო სისტემა და ა.შ..
– რა შემთხვევაში, რა დაავადებებისა თუ სიმპტომებისას არის სასურველი კვლევის ჩატარება და რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი ახალი აპარატის გამოყენება?
– საერთოდ, დაავადებების ჩამონათვალი იგივეა, რაც სხვა აპარატების შემთხვევებში. აღნიშნული აპარატით კვლევა პირველ რიგში მიზანშეწონილია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული ჩივილები, ან ისეთი უსიმპტომო პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ აღნიშნული დაავადებებით გართულების განვითარების მაღალი რისკი. ასეთი პაციენტები არიან, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები, მათ შორის პაციენტები ქიმიოთერაპიით მკურნალობის დროს, ან მკურნალობის შემდეგ და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული კვლევები ამჟამად, ხშირ შემთხვევაში, პირველი რიგისაა და მას პირველივე ვიზიტზე ურჩევენ კარდიოლოგები, ანგიოლოგები, ოჯახის ექიმები და სხვადასხვა სპეციალობის ექიმები. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ახალი აპარატი წინა კარდიოქირურგიული პაციენტებისთვის იძენს.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს უსიმპტომოდ მიმდინარე მრავალი დაავადება, თვალსაჩინო რისკ-ფაქტორების არსებობის გარეშეც კი, რომელიც სკრინინგული კვლევებისას დიაგნოსტირდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ კვლევებსაც.
– რას უზრუნველყოფს აპარატში ხელოვნური ინტელექტის არსებობა და დამატებით რის საშუალებას აძლევს ექიმს სამგანზომილებიანი (3D) ფოტორეალისტური გამოსახულებით კვლევის ჩატარება?
-AI კარდიო-ვასკულარული კვლევებისას საჭირო მრავალი სხვადასხვა გამოთვლისა და შეფასების ავტომატურ და ნახევრადავტომატურ რეჟიმში ჩატარების საშუალებას იძლევა და ამცირებს კვლევისთვის საჭირო დროს. თანამედროვე კარდიოლოგიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 3D ექოკარდიოგრაფიამ, განსაკუთრებით კარდიოქირურგიისთვის და ინტერვენციული კარდიოლოგიისთვის. რამდენიმე რეფერენსული წერტილის აღნიშვნისა და სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია გულის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და გულის კუნთის შიდა და გარე შრის, სისხლძარღვების და გულის სარქვლების შეფასება სამ განზომილებაში, სხვადასხვა კუთხითა და სიღრმით. ამგვარად, შეფასებული გულის კუმშვადობის ფუნქცია, ასევე სარქვლოვანი აპარატის სტრუქტურული და ჰემოდინამიკური პათოლოგიები-შევიწროება თუ ნაკლოვანება, კარდიოლოგიური ასოციაციების ბოლო წლების გაიდლაინებით, მეტად სარწმუნოდ და აუცილებელ სტანდარტად მიიჩნევა.
– სხეულის რა ზონების კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი Philips EPIQ CV X 3D-ით და რა დაავადებების დიაგნისტირება შეიძლება ამ აპარატით?
– როგორც აღვნიშნეთ, აპარატი მიზანმიმართულად შექმნილია კარდიო-ვასკულარული კვლევებისათვის, ამდენად შესაძლებელია მისი საშუალებით გულის კვლევის ჩატარება, ასევე აორტის, თავის ტვინისა და კისრის სისხლძარღვების, პერიფერიული (კიდურების) მაგისტრალური არტერიების და ვენების, თირკმლის არტერიების დუპლექს სკანირება, აღნიშნულ სისხლძარღვთა სანათურის, კედლებისა და მათში სისხლის ნაკადის შეფასება.
აპარატის საშუალებით დიაგნოსტირდება გულის დაავადებები, მაგალითად: გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, ჰიპერტონიული დაავადება, გულის ანთებითი დაავადებები, სარქვლოვანი პათოლოგიები, ასევე სისხლძარღვოვანი დაავადებები: აორტის ანევრიზმა, პერიფერიული არტერიების იშემიური დაავადება, საძილე არტერიების ათეროსკლეროზი, ღრმა და ზედაპირული ვენების თრომბოზი, ვარიკოზული დაავადება, ვენური სარქვლოვანი უკმარისობა და ა.შ..
– რატომაა მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის ადრეული დიაგნოსტიკა?
– გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება და შემდგომ დროული ადეკვატური მკურნალობა ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას, ან მდგომარეობის გაუმჯობესებას, რიგ შემთხვევებში თავიდან გვაცილებს საკმაოდ რთულ, შესაძლოა ფატალურ გართულებას. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება კარდიოლოგიური პრაქტიკიდან, მაგრამ, ჩამოვთვალოთ რამდენიმე სისხლძარღვოვანი დაავადება: აორტის ანევრიზმა, საძილე არტერიების მნიშვნელოვანი ათეროსკლეროზი, ათეროსკლეროზით ან შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული პერიფერიული არტერიების დაავადებები და ა.შ.. ამ შემთხვევებში დაგვიანებული დიაგნოსტირება საკმაოდ სავალალო შედეგებს იწვევს.
– თითქმის ყველა სპეციალობას აქვს თავისი მითები, რა მითები მოგისმენიათ რადიოლოგიაზე და კარდიოლოგიაზე?
– რაც შეეხება მითს კარდიოლოგიასა და რადიოლოგიაზე, პირველ რიგში მახსენდება გულის, როგორც სიყვარულის სიმბოლოს გამოსახულება, რომელიც ყველასთვისაა ცნობილი. ხშირად პაციენტებს უკვირთ, როცა თავისი გულის ექოკარდიოგრაფიულ გამოსახულებას ეკრანზე ხედავენ, რაც მკვეთრად განსხვავდება აღნიშნული სიმბოლოსაგან. რეალურად, ანატომიური ორგანო გული ხომ ამ სიმბოლოს არც კი ჰგავს. ასევე, საინტერესოა რომ ენამ და ლიტერატურამ შემოინახა გულთან დაკავშირებული უამრავი იდიომური გამოთქმა, რომელიც გულს, როგორც ანატომიურ ორგანოს საერთოდ არ შეესაბამება…მაგ. გულთან ახლოს მიიტანა, გულზე შემოაწვა, გული გაუტყდა, გული მოულბა, გულის მოგება და ა.შ.
(R)
კომენტარები