“ლეიბორისტული” პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთი და იგივე სპოლიტიკოსები” რომ მოსწყინდა ხალხს და შეფარული ტექსტებით – ,,ახალი სახეების მოსვლაში” საკუთარ თავს რომ გულიხმობენ…
აი, იმ ხალხს ვეკითხები: გამოცდილ ქირურგს დაუწვებით საოპერაციოდ, თუ ვეტექიმს?!
ბიძინათქვენი ახალი სახე და არაპოლიტიკოსი არ იყო, იმ ახალი სახეებიანად, დღეს რომ გვერდით უდგას, ძაან გამოგადგათ, ჰო?!
პოლიტიკოსი, ისე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია, გამოცდილებაზეა დამყარებული! თუ თაღლითებს და უმაქნისებს გულისხმობთ, სწორედ არაპოლიტიკოსი ბიძინათქვენი და მისი ,,არაპოლიტიკოსი ახალი სახეები” აღმოჩნდნენ მანდ.
არაპოლიტიკოსი კი არა, ,,დამჯდარი”, გამოცდილი, კარგი პოლიტიკოსები სჭირდება ქვეყანას მმართველად, ისე, როგორც ცივილიზირებულ, ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ წესიერიიიი! სახლი რომ არ გამოუვსია ხალხის ნაცოდვილარი ფულით, ისეთი, თორემ შეუმცდარი ვინცაა იმან ისროლოს პირველმა ქვა!
ნუ წაიღეთ რა ტვინი რაღაც ,,იდეინნი,” პოპულისტური ექსპერიმენტებით!
თუ მაინცდამაინც არ იცით ,,იდეებ რა უყოთ” და ახალი ველოსიპედის გამოგონება გინდთ, ახალი გამოიგონეთ, თორემ ,,არაპოლიტიკოსი და ახალი სახეები” უკვე აირჩიეთ 2012 ში და გყავთ ხელისუფლებაში.”
კომენტარები