ურსულა ფონ დერ ლეიენმა კიევში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო. მზადდება სანქციების მეათე პაკეტი, ჩვენ ვაპირებთ მის შემოღებას 24 თებერვლამდე. მისი მოცულობა, დაახლოებით, 10 მლრდ ევრო იქნება…სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უფრო ღრმად ვიკვლევთ იმ კომპონენტებს, რომლებიც აღმოჩენილია, მაგალითად, დრონებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ხელმისაწვდომი არ იქნება რუსეთისთვის”.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი უკრაინაში ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი, სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებას გეგმავს და როგორც ცნობილი ხდება, იგი ძირითადად ტექნოლოგიებს შეეხება.
კომენტარები