იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ საუბრობს, რომელიც საქართველოში უკვე დაფიქსირდა. პროფესორი ვირუსის მიმდინარეობის გათვალისწინებით ორ სცენარს განიხილავს.
„ერთია, რომ ეს ვირუსი უფრო მეტად გადამდებია, მეორეა, რამდენად რთულად მიმდინარეობს.
თუ იგი მსუბუქად მიმდინარეობს, როგორც გაციება, ეს პირიქით, ითვლება, რომ არის ძალიან კარგი. ბევრი ადამიანი გახდება ავად, თუმცა მსუბუქი ფორმით, ეს კი მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნური სისტემის შექმნისთვის. ასეთ ადამიანებს უკვე ექნებათ გამომუშავებული ანტისხეულები. ეს არის ერთ-ერთი კარგი სცენარი ამ ახალ შტამთან დაკავშირებით.
თუმცა, თუ ახალი შტამი ისევე მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი კლასიკური კორონავირუსი, ეს გამოიწვევს უფრო მეტი საწოლების აუცილებლობას, უფრო მეტ მძიმე შემთხვევებს და მეტი ლეტალობის რისკს. ამიტომ ეს მეორე სცენარი გაცილებით უფრო რთულია. დღეისათვის არსებული ინფორმაცია, არც ერთი სცენარის უპირატესობაზე არ მიუთითებს.
კომენტარები