დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, უკვე დაფიქსირდა დაზიანების ათეულობით შემთხვევა მათ ცენტრში. ექიმი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ უარი თქვან პიროტექნიკის გამოყენებაზე.
,,მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა დამწვრობის ცენტრში. საბედნიეროდ, ფოიერვერკებით და მაშხალებით დაზიანების მძიმე შემთხვევები არ გამოვლენილა, წლიდან წლამდე მატულობს ასეთი დაზიანებები,
ექიმისთვის გულდასაწყვეტია ისეთ ტრავმასთან მუშაობა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა, მითუმეტეს, ამ შემთხვევების ნახევარი მოდის ბავშვებზე. სტატისტიკა მხოლოდ დამწვრობის არაა, ბუნებრივია, ძალიან ხშირია ნაკვეთი ჭრილობები, თითების ამპუტაცია, თვალების დაზიანება. მე ვფიქრობ, ყოველგვარი მაშხალების და ფოიერვერკების აფეთქების გარეშეც მოვა ახალი წელი. დროა, ბოდიშით და სულელურ ტრადიციაზე უარი ვთქვათ”
კომენტარები