არგენტინაში 9 წლის ბიჭი ჯვარმა სიკვდილისაგან იხსნა. ტიციანოს თავისი სახლის კარებთან გულმკერდის არეში ტყვია ახალი წლის ღამეს მოხვდა-სწორედ მაშინ, როდესაც მოსახლეობა ფოიერვერკებით აღნიშნავდა 2021 წლის დადგომას. ამის შესახებ წერს Dailymail-ი.
მცირეწლოვანი ბიჭი ინციდენტის დროს თავის ბიძაშვილებთან და დასთან ერთად თამაშობდა ეზოში. არგენტინელი ტიციანოს სხეული ჯვარცმის ფორმის ჯვარმა დაიცვა ტყვიის მოხვედრისგან. მიუხედავად ზედაპირული დაზიანებისა, იგი მაინც წაიყვანეს მშობლებმა ექიმთან, საიდანაც იგი 1 საათში გამოწერეს.
როდესაც მშობლები და ბავშვი სახლში დაბრუნდნენ, ბიჭის დეიდამ იპოვა ჯვარი, რომელიც მიწაზე იყო დავარდნილი. ვერცხლის ჯვარს, რომელიც ტიციანოს მამამ აჩუქა, ნატყვიარისგან ნახვრეტი აღმოაჩნდა.
ბავშვის დედის ამბობს, რომ ეს უფლის სასწაულია. ადგილობრივმა მედიამ მომხდარ ფაქტს ახალი წლის სასწაული უწოდა. სროლის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
კომენტარები