ახალციხეში ბუნებრივმა აირმა ორ კორპუსში გაჟონა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ორი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო მესამეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არ დასჭირდა.
„მოწამლულებს თავის ტკივილი, გულის რევა, ღებინება და ყველა ის სიმპტომი ჰქონდათ, რაც ინტოქსიკაციის დროს ადამიანებს ახასიათებთ. სახლში მყოფმა ბავშვებმა გაზის სუნი იგრძნეს. ტყუპი დები იყვნენ და მეორე იყო 15 წლის“, – განაცხადა ტვ 9-სთან საუბარში სასწრაფი დახმარების ექიმმა მაია ქიტიაშვილმა.
კომენტარები