ახალციხეში დაკარგული 17 წლის ბიჭი იპოვეს, – ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბიჭი ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. არასრულწლოვანი 8 იანვარს დაიკარგა, რის შემდეგაც მისი სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი მინდობით აღზრდაშია და მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
კომენტარები