ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილოში ქუჩაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.
თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, თუმცა, ექიმებს 57 წლის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.
ახლობლების თქმით, გარდაცვლილის მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები