მწერალი, მერაბ შათირიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს
“გიამ თქვა ჟორჟოლიანმა: “ქართული ოცნება” რომ ვიყო… ნუ, ამას ვიზამდი და იმასო… კი, მაგრამ, გია, მიუხედავად ჩვენი კეთილგანწყობილი ურთიერთ დამოკიდებულებისა, “ქართული ოცნება” რომ არა, შენ, საერთოდ, ორგზის პარლამენტის წევრი გახდებოდი?..
არ მითხრა ახლა, შენი “სოციალისტური პარტია” არჩევნების ბედს გარკვეულწილად წყვეტს და, საერთოდ, დანარჩენი “პარტიები”: კონსერვატორები, ძიძიგური, მრეწველები და თუნდაც რესპუბლიკელები, თუ ალასანიას ბღარტები – 2012-ში რაიმეს ან ვინმეს წარმოადგენდით?.. ”
ქართული ოცნება” რომ არა, თქვენ, საერთოდ, პოლიტიკურ პარტერს ეღირსებოდით?.. გასაგებია, შეგრძნება და სავარაუდო გემის ჩაძირვა, თქვენს ფსიქიკაში სხვა ემოციებს იწვევს, მაგრამ, “ქართული ოცნების” გენბანი რომ არა, თქვენ პოლიტიკურ სარდაფსაც ვერ იგრძნობდით…
და ახლა, რომ არ გეგონოთ, ვინმეს ვეფერები და ფარდაგებს ვუგებ, პირდაპირ ვიტყვი: ივანიშვილი სწორედ თქვენი მენტალობის ღირსია, ახია მასზე, რომ გამოიყენეთ სარფიანად – ცხოვრება გაიუმჯობესეთ და მოიწყეთ, ახია მასზე, რადგან ვერ გაურჩევია თეთრი შავისგან, თქვენს იმედზეა და ასე ამყოფოს ბოლომდე ღმერთმა, გემბანზე, მარტოდ დარჩენის შემთხვევაში, გამძლეობას ვუსურვებ…”
კომენტარები