ახლა აღარ მოსწონს წულუკიანს ამერიკის ელჩი? როდესაც ოპოზიციაში იყო, მაშინ ხომ ეგულებოდა დასაყრდენად? – “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის, სკანდალურ განცხადებას ასე ეხმიანება.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც არასამთავრობო სექტორს, თავისი ღირებულებები ამ წლების განმავლობაში არ შეუცვლია, თეა წულუკიანი კი 18 გრადუსით არის შემოტრიალებული.
“ახლა აღარ მოსწონს წულუკიანს დასავლეთი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის ხელფასს ერთ-ერთი დასავლური ინსტიტუციისგან იღებდა. რა თქმა უნდა, თეა წულუკიანზე არ დგას საქართველოს იმიჯი, მაგრამ ერთიანობაში თუ შევხედავთ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წვეთ-წვეთად და სისტემურად აღვივებენ საქართველოში დასავლეთის საწინააღმდეგო მენტალობას.”
შეგახსენებთ, ღარიბაშვილის მოადგილე, თეა წულუკიანი, ქვეყნის მეგობრებს ევროკავშირიდან და ამერიკიდან სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. წულუკიანი სამთავრობო არხზე ამბობს, რომ “უცხოელების ვიწრო” ჯგუფს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად საქართველოს მთავრობის “გადაყირავების” ინტერესი აქვს.
კომენტარები