ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“საინტერესოა, საკოორდინაციო საბჭოზე მის ჩართვამდე, ზურა გურულს რომელიმემ ბოდიში მაინც თუ მოუხადა.
ისე, out off the record.
რამდენი ტალახი ესროლეს, რამდენი ტროლი და ბოტი შეუსიეს. როგორ აშავებდნენ. რამდენი პასკვილი მიუძღვნეს.
ჩემი ნაცნობი ქოცების აზრიც მაინტერესებს, ტალახს რომ ესროდით ამ კაცს, ახლა მოგწონთ, ზურა ?
ახლა აღმოაჩინეთ, რომ მართლა ექიმია და დიპლომი ნაყიდი არ აქვს ?
ახლა მაინც თუ ხვდებით, ხელისუფლება რამხელა ზიზღს და ბოღმას თესავს, როგორ გიყენებთ ასეთი სიბინძურეების გავრცელების დროს და თქვენც როგორ გჯერათ, რასაც გადმოგიგდებენ.”
კომენტარები