პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე “ტვ პირველის” ეთერში ამბობს”
“მინდა მივმართო საპატრიარქოს, ახლა არ უნდა გაჩუმდეს საპატრიარქო, ახლა არის დიდი რისკი იმისა, რომ დიდი მსხვერპლით დამთავრდეს ეს სპეცოპერაცია, თუ ხელისუფლება წავა ასეთ უგუნურებაზე და გადაწყვეტს შტურმით აღებას…
არაჩვეულებრივად თქვეს ამ ეთერში, ნიკა მელია მაშინ უნდა დაეჭირათ, როცა სამაჯური გადააგდოო… ახლა რატომ იჭერენ, ახლა პოლიტიკურად დაჭირდათ? – ამაშია საქმე. თუ ასეთი კანონმორჩილი ხარ, როცა სამაჯური გადააგდო, მაშინ აგეყვანა, მაგრამ როცა მოეხასიათა ივანიშვილს, მაშინ გადაწყვიტა – ამიტომ ვდგავარ მე დღეს იქ. რა სიზმარი ნახა და რა ხასიათზე გაიღვიძა ივანიშვილმა, ამაზეა დამოკიდებული, დაიჭერენ, თუ არ დაიჭერენ
წავიდეს და ესებუა დაიჭიროს, რა სამართალზე მესაუბრება ღარიბაშვილი? სამარცხვინოა, დღისით, მზისით, ტერორისტი შედის ბანკში, აყავს მძევლები, მიაქვთ 500 000, მიჰყვება თან პოლიციის უფროსი, ისიც ვერ მოიფიქრეს, რომ ჩიპი მიემაგრებიათ ფულზე და ესებუა ალბათ, ახლა სიცილით კვდება. არ აიღეს ბანკის ოფისი, მსხვერპლი იქნებაო და კი ბატონო, თუ საშიშროება იყო, ჯობია გადაიხადო, ვიდრე ადამიანები დაიხოცოს, მაგრამ აქ ადამიანები არ არიან? ამ ქვეყნის შვილები და მოქალაქეები ხომ ვართ? პოლიტიკოსები არ გედარდება, მაგრამ ახალგაზრდებიც ხომ არიან იქ. ყველა ხელისუფლებამ, ვინც თავის ხალხზე ხელი აღმართა ტრაგიკულად დაამთავრა.
ჯერ მოდი ფარცხალაძე დავიჭიროთ… მერე ვილაპარაკოთ კანონის უზენაესობაზე. გამოვიძიოთ კორუფციული საქმეები, საქმეები, რომელზედაც ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია, მერე ვილაპარაკოთ კანონის უზენაესობაზე.”
კომენტარები