ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ყველამ დავეხმაროთ ერთმანეთს.
გავაკეთებ ჯგუფს, სადაც ყველანი გავწევრიანდეთ, იქ საჯაროდ დავწეროთ ვინ დაკარგა შემოსავალი, ვის რა პრობლემა აქვს ყველაზე მეტად და ვისაც არ დაუკარგავს ამ შეზღუდვებით შემოსავალი, ის დაეხმაროს.
მაგალითად მე პირადად ერთ ოჯახს 200 ლარით დავეხმარები, ნაკლებ სიგარეტს მოვწევ და ჯანმრთელობისთვისაც კარგია (ეს ხუმრობით ბოლო).
და ასე, ყველამ ერთად ვებრძოლოთ ამ დამპალ ვირუსს და ყველამ ერთად გავიმარჯვოთ
დავიწყოთ?!!!
მთავრობას ნუ ვუყურებთ ყველაფერში, მთავრობაც ადამიანები არიან და ჩვენ შევუწყოთ მათ ხელი, ახლა არის ომი და ამ ომში ვიყოთ ერთად ყველანი…”
კომენტარები