რიონის ხეობაში პროტესტი განახლდა და ამ დროისათვის ხმაურია. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები რკინის კედელს ტრადიციულად აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თანამებრძოლებს მიმართა და მოუწოდა, ძალადობის გარეშე ყოველ საღამოს მივიდნენ ბარიკადებთან და ხმაურით გამოხატონ პროტესტი, “სამსახურად და ტრადიციად უნდა ვაქციოთ აქ სიარული” – თქვა მან.
გოლეთიანი პოლიციასაც მოუწოდებს, შეუშვან სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე და ნუ უზღუდავენ გადაადგილების უფლებას ხალხს.
რიონის ხეობის მცველები დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს აუდიტის დაქირავებით პასუხობენ. როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, დაიქირავეს აუდიტი, რომელიც ფინანსებთან დაკავშირებით ყველა კითხვას უპასუხებს და გამოაქვეყნებს ფეისბუქ გვერდზე:
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ამ ხარჯებს, ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება აუდიტს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე – თქვა გოლეთიანმა.
გოლეთიანი სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე შემოწირულობებით ფინანსდებიან, მოუწოდებს ასევე გაასაჯაროვონ ხარჯები. როგორც გოლეთიანი ამბობს, რომ არა რიონის ხეობის მცველების წინააღმდეგ, დაფინანსებასთან დაკავშირებით აგორებული შავი პიარკამპანია, ისინი არ დაინტერესდებოდნენ სხვების შემოსავლებით, თუმცა ახლა, აუცილებელია, “ყველას ერთი წესის ქვეშ მოქცევა”.
გოლეთიანის თქმით, სულაძის გადაწყვეტილებას ჯვართან დაკავშირებით, საზოგადების ნაწილში კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა.
მისი დედა და ძმა პრაქტიკულად შეეწირა ამ მოვლენებს და პირადი ტრაგედიები უკავშირდება ამ ამბავს. არ შეიძლება ხელაღებით ადამიანი მოჰყვეს კრიტიკის ქარცეცხლში, აუცილებელია ჩვენ ვიცნობდეთ მაკა სულაძეს, როგორც თავდადებულ ადამიანს ამ ქვეყნისთვის, როგორც ქალს, მანდილოსანს და ვცეთ პატივი თითოეულმა ჩვენთაგანმა უდიდესი პატივი იმისათვის, რაც მან გააკეთა მთელი ამ ხნის განმავლობაში” ამბობს გოლეთიანი მაკა სულაძეზე საუბრისას
კომენტარები