აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (CDC) განაახლა ინფორმაცია კორონავირუსის „დელტა“ შტამის შესახებ:
„დელტა“ შტამი ინფიცირების ხარისხით შეიძლება შევადაროთ ჩუტყვავილას, ის შეიძლება გავრცელდეს ვაქცინირებული პირების მიერ და შესაძლოა უფრო სერიოზული გართულებები გამოიწვიოს კორონავირუსის წინა შტამებთან შედარებით.
აუცრელ ადამიანებს სამჯერ მეტი შანსი აქვთ, დაავადდნენ „დელტა“ შტამით და ვაქცინირებულებთან შედარებით მათ შემთხვევაში 10-ზე უფრო მეტჯერ მაღალია COVID-19-ის გამო გართულებებისა და სიკვდილის ალბათობა.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები შეიცვალა და ახლა აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება ამ ახალი რისკების თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ აცრილ ადამიანებს შორის ნაკლებია ინფიცირების შანსები, თუკი მათ მაინც ემართებათ „დელტა“ ვარიანტი, მათ შორის ვირუსის შემდგომი გადაცემის ალბათობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც აუცრელთა შორის.”
შეგახსენებთ, ეს ინფორმაცია, ცოტა ხნით ადრე Washington Post-მა გაავრცელა, დღეს ის უკვე ოფიციალურად დაადასტურა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა.
კომენტარები