“ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი:
,,ახლა უნდათ, რომ დაგვსაჯონ და ეს კიდევ ერთხელ მაძლევს იმის რწმენას, აქამდე თუ ეჭვი მეპარებოდა, ღირდა თუ არა, ამ კანონის მიღების დროსაც ვფიქრობდი, რომ ეს იმდენ ხმაურს გამოიწვევდა, იქნებ არ ღირდეს-თქო, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ღირდა, იმიტომ, რომ იმხელა არაადეკვატური და არაპროპორციული რეაქცია მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ბევრი სხვა დასავლური პოლიტიკური ინსტიტუციების მხრიდან, რომ ვხვდები, რომ ეს მათ ხელში, ვიღაცების, ნამდვილად იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი შიდა პროცესებზე ზემოქმედების.”
კომენტარები