მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ბოლო დღეებში მეტი და მეტი ადამიანისთვის გახდა აშკარა, რომ მამაჩემის მდგომარეობა მართლა მძიმეა. ექიმებიც უკვე ძალიან ღიად საუბრობენ ამაზე და თუნდაც, რატი ბრეგაძის დღევანდელი განცხადებაც უკვე ამაზე მეტყველებს. რომ ხელისუფლებას უკვე უჭირს უარჰყოს ეს რეალობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როდესაც დაანონსდა დღეს პრესკონფერენცია, ვიფიქრე რამეს ხომ არ იტყვის… რეალურად, მან სიმართლე თქვა, ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი, კანონიერად არ აქვთ ამის უფლება, როგორც იცით, სასამართლოს შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ მგონი ბევრი ხვდება, სიტუაცია მძიმეა და ვფიქრობ, ახლა ის სიტუაცია, რომ შეიძლება ველოდოთ რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან. მაქვს მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება, ცხადია, სჯობს ადრე, ვიდრე გვიან, რთული წარმოსადგენია, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს. თუ ხელისუფლების მიზანი მართლა არ არის მისი სიცოცხლის მოსპობა და მე არ მგონია, რომ ეს იყოს მისი მიზანი, მაშინ რაღაც ტიპის გადაწყვეტილების მიღება საჭირო იქნება და ალბათ, მალე. მე ბოლო პერიოდში უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე და სამწუხაროდ, ამ ოპტიმიზის მიზეზი ისაა, რომ იმდენად მძიმეა მისი მდგომარეობა, რომ ამას ვეღარავინ უარჰყოფს.”
კითხვას, შეიძლება თუ არა მიხეილ სააკაშვილი იყოს მოწამლული, ედაურდ სააკაშვილი პასუხობს, რომ მას არ აქვს ამაზე ინფორმაცია, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ასეთ ბრალდებებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ასევე, ამბობს იმასაც, რომ მთავარი, რისი ცოდნაც მას სჭირდება არის ის, რომ მამამისი არის ცუდად და ამ ფაქტს მეტი გამძაფრება არ სჭირდება.
კომენტარები