“პარიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ქართული ოცნების” დირექტივით მოქმედი სახელისუფლებო ტელეარხები ეს ორი დღეა საგანგებოდ უსვამენ ხაზს, რა პროცენტი დაგვიწერეს მრავალგზის გაყალბებულ ე.წ. არჩევნებში. ახლა კარგად მომისმინეთ: რუსთავის შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” ყველასათვის უცნობმა კანდიდატმა, ვინმე ვალოდია ჯინჭარაძემ ხმების 100% რომ “მიიღო” და თურმე, ცარიელ მინდორზე ყველას “აჯობა”, ასეთ არჩევნებს ბრეჟნევიც არ ატარებდა და კიმ ჩენ ინიც კი არ ატარებს. ასე რომ, ვითომ არჩევნები და პროცენტები თქვენი – “ქართული ოცნების” ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და იქნებ დაამუხრუჭოთ თქვენს მიერ დამუშავებული სახელისუფლებო ტელეარხები”
კომენტარები